გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურის კლება და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც „გურია ნიუსს“ გვაზავამ განუცხადა, ხვალ, დასავლეთ საქართველოში დღისით, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა.
„ტემპერატურა დრევანდელთან შედარებით რამდენიმე გრადუსით დაიკლებს, მათ შორის გურიაშიც. უმეტესად კი, დასავლეთ საქართველოშია ტემპერატურის კლება მოსალოდნელი. ვფიქრობთ, დღეს გურიის ტერიტორიაზე ტემპერატურა 21-23 გრადუსი იქნება; ხვალიდან -17-19 გრადუსი.
4 მარტს, წვიმა შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს ყველა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და შესაძლებელია 10-15გრადუსი იყოს. მაღალ მთაში მოთოვს, ზოგგან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ მცირე წვიმა შესაძლებელია და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი 4 მარტს. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს აღმოსავლეთ საქართველოშიც, დაახლოებით, 12-16 გრადუსი იქნება. მაღალმთიან რაიონებში ზოგგან თოვლია ნავარაუდევი.
5 მარტიდან, ზოგიერთ რაიონში შეიძლება დარჩეს მცირე ნალექი, 6 მარტიდან კი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 9 მარტის ჩათვლით“, _ განაცხადა გვაზავამ.