გურიაში ხვალიდან გამოიდარებს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიაშიც, ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსამდე მოიმატებს.
“ხვალ ისევ ცივი ჰაერის მასების გავლენის ქვეშ რჩება დასავლეთ საქართველოს ცალკეული რაიონები, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოიდარებს. 9 ივლისის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +33 გრადუსამდე. 7 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულების ქარი გაძლიერდება. კვირის ბოლოს ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი”,_ ამბობს გვაზავა.