მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, მომდევნო 4 დღე ხასიათდება ძლიერი მეტეოროლოგიური დიქოტომიით ჩვენს ქვეყანაში.
“თუ, ერთის მხრივ, ჩვენ ვიპოვით გამოხატული არასტაბილურობის კონტექსტს აღმოსავლეთ საქართველოში, მეორეს მხრივ, იქნება ნამდვილი ზაფხულის ამინდი მზითა და სიცხით დასავლეთში.
უფრო კონკრეტულად: მიმდინარე კვირის სამუშაო დღეებში – აღმოსავლეთ საქართველოში მზიან დილასა და შუადღეს წვიმიანი საღამო შეცვლის, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე სეტყვა და ელჭექი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში – საპირისპირო სიტუაცია გვექნება, ძირითადად მოსალოდნელია მზიანი და ცხელი ამინდი, ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო კურორტებზე – მზიანი დღეები გვექნება, ტემპერატურა +30, +32 გრადუსი.
ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე უახლოვდება კომფორტულ ნიშნულს, ამჟამად წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია.
მზის ულტრაიისფერი ინდექსიც მაღალი გვაქვს, ამიტომ მზეზე დიდხანს ყოფნის დროს გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალებები”,_ წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.