მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს.
“უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდს ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული მაღალი წნევის არე განსაზღვრავს, რაც სტაბილურად მზიან დღეებს განაპირობებს.
მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მომდევნო 5 დღის განმავლობაში უღრუბლო ამინდი და +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი, გამონაკლისი იქნება მაღალმთიანი დასახლებები, სადაც საღამოსა და ღამის საათებში შესალოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
ზოგადად ივნისის თვე სტატისტიკასთან თანაფარდობაში იქნება, ნალექების რაოდენობა ნორმასთან ახლოს და ზოგან მასზე ნაკლები“,_ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.































































