მზიანი დღეები ისევ იწყება- სითბო მოეფრქვევა ქუჩებს, მოედნებს, ეზოებს, სახლებს, სარკმლები კვლავ გაიღება და ხვალ ისეთი დილა გაგვითენდება, ამ წვიმასაც მადლობას ვეტყვით – ჰაერის სისუფთავისთვის.
პროგნოზზე სანამ ვისაუბრებ, გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის შეწყვეტილია მტვრიანი ჰაერის ნაკადის გადმონაცვლება ჩვენს ქვეყანაში. არსებული მტვერი, რომლის გავრცელებასაც სიმშრალე უწყობდა ხელს, წვიმის ფონზე უკვე გაწმენდილია. ვინც ნერვიულობდით დაბინძურებაზე მესმის თქვენი, თუმცა ყველაფერზე უკიდურესი ნერვიულობა არაფრისმომცემია – პანიკა უფრო არყევს ჯანმრთელობას, ვიდრე მტვერი ჰაერში.
რაიმე ცვლილება თუ იქნება, რათქმაუნდა შეგატყობინებთ. კარგი იქნება, თუ არსებულ გაავდრებას მადლობას ვეტყვით ჰაერის გაწმენდისთვის, ხოლო მოსალოდნელ მზიან დღეებს სითბოსთვის. _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.





























































