უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე, გავლენას ახდენს ანტიციკლონი, რომლის დომინირებაც მზიან ამინდს განაპირებობს.
როდესაც შემოდგომაზე თბილი ამინდი გვაქვს, ხშირად გაიგონებთ ტერმინს „ინდური ზაფხული“ მსოფლიოში, როცა სიცივეს ველით, მაგრამ ჯერ კიდევ ცხელა..
საიდან მოდის ეს ფრაზა? და რას ნიშნავს?
Met Office Meteorological Glossary, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1916 წელს, განსაზღვრავს მას, როგორც “თბილ, მშვიდ ამინდს, რომელიც ხდება შემოდგომაზე, განსაკუთრებით ოქტომბერსა და ნოემბერში”.
თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ამ პერიოდის ჩემეული განმარტებაა – ოქტომბრის თვეში როცა ,,ინდური ზაფხული” იწყება საქართველოში, როდესაც ის მთელი თავისი დიდებით ჩნდება, არის რბილი და სასიამოვნო ტემპერატურა, სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაზი ნიავი, მზის უჩვეულო სიკაშკაშე, მთვარის უკიდურესი ბრწყინვალება, ნათელი ცა; ზოგჯერ ნახევრად დამალული ნაცრისფერი ნისლის ფარდით; გათენება უფრო ვარდისფერი და მზის ჩასვლა ოქროსფერი სხივებით გაჯერებული, ტყიანი ხეობები ანათებს მდიდრულად შეფერილი ფოთლების ცეცხლით….
ჩვენ ახლა გარდამავალ სეზონში ვართ, როდესაც ამინდი იცვლება ზაფხულის სიცხიდან ზამთრის სიცივემდე, მაგრამ სიცხე არ თმობს პოზიციებს.
მომდევნო დღეებში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მზიანი და ძალიან თბილი ამინდი იქნება.
დღისით ტემპერატურა სანაპირო კურორტებსა და დასავლეთის დაბლობზე +30 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთის ბარში +27 გრადუსი იქნება.
დატკბით ამ მშვენიერი დღეებით! _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.