“ეს კვირა მაინც არამდგრად ამინდს ვინარჩუნებთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საღამოდან ნალექი შეწყდება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ხვალ დღის მეორე ნახევრიდან სამხრეთის ცალკეულ რაიონებშია მოსალოდნელი მცირე ნალექი. 22-23-24 მარტს კი საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა დაბლობსა და ბარში, მაღალმთიან რაიონებში თოვა განახლდება. 24 მარტის ღამის საათებში შეიძლება კახეთის რეგიონში ზომიერზე მეტი ნალექი მოვიდეს.
ჰაერის ტემპერატურა ხვალ მოიმატებს სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში +18 გრადუსამდე, ხოლო სანაპირო რაიონებში შესაძლოა +13 გრადუსი დაფიქსირდეს.
24 მარტამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ისევ +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება, მთიან რაიონებში კი +10 გრადუსი.
24 მარტის საღამოს საათებიდან ნალექი შეწყდება და ტემპერატურის მომატებაც დაიწყება. 25 მარტიდან ჰაერის ტემპერატურა მომატებას დაიწყებს, უფრო კოლხეთის დაბლობზე, ვიდრე სანაპირო რაიონებში.
რაც შეეხება 24 მარტამდე უმეტეს რაიონში იწვიმებს. ჩრდილოვან მთიან რაიონებში შესაძლოა წვიმა თოვლჭყაპში გადაიზარდოს, მაღალ მთაში მოთოვს.
23 მარტის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა +8, +10 გრადუსამდე იმერყევებს. 24 მარტიდან ჰაერის ტემპერატურის მომატებას ვიგრძნობთ, თუმცა ეს შესამჩნევი უფრო 26 მარტიდან იქნება”,_ ამბობს გვაზავა.