გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +19, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. აქ წვიმაა მოსალოდნელი.
გორშიც იწვიმებ. +26 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი. იწვიმებს.
გუდაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +18, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებ
ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +30 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. დედაქალაქში პერიოდულად იწვიმებს.