გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებს. 13 ნოემბერს ქუთაისში უნალექო დღე და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნაწილობრივ მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
მესტიაში უმეტესად მზიანი ამინდი და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
+15 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ნაწილობრივ მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
გორში უნალექო დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
გუდაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +11 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
რუსთავში უმეტესად მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.