16 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღეა. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს. დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
მესტიაშიც მზიანი დღე და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.
+11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.
გორში წვიმა და +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. იწვიმებს.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლჭყაპი.
ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე და +8 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
რუსთავში წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ქარი და წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.