გურიაში 10 იანვრამდე უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ამ საღამოს კი ყინვას ელოდებიან. მოსალოდნელი ამინდის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა ესაუბრა.
“დაბლობ რაიონში ამ საღამოს მოსალოდნელია ყინვა -2 გრადუსამდე. ხვალიდან კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დაბლობ რაიონში ხვალიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. მოსალოდნელია +16 გრადუსიც. ყინვები შერბილდება მაღალ მთიან რაიონებშიც. 10 იანვრის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი”,_ ამბობს გვაზავა.