“ბახმაროში, ხვალ 19 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით +8”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
როგორც გვაზავა “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, “ბახმაროში დღის მეორე ნახევრიდან ღრუბლიანობა მოიმატებს, შესაძლებელია იყოს ნისლი და წამოჟინჟლოს”.
ინფორმაციისთვის, ბახმაროში, 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულის აღსანიშნად სხვადასხვა ღონისძიებებით ემზადებიან. გაიმართება ტრადიციული დოღი.
გარდა ამისა, კურორტის ტერიტორიაზე შეზღუდული იქნება ავტომობილებით გადაადგილება.




























































