გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა, “გურია ნიუსთან” საურის დროს ამბობს, რომ საქართველოში დღეს და ხვალ +30 გრადუსამდე ეთბილება, ხოლო 2 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურის მცირედით დაკლებაა მოსალოდნელი, ასევე წვიმა.
“დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, დღეს და ხვალ, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +30 გრადუსი დაფიქსირდება, მთიან რაიონებში +26, +28 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში +22 გრადუსი.
2 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს დაბლობ რაიონებში დაახლოებით +25 გრადუსამდე. შესაძლებელია, ზოგან აღინიშნოს მცირე წვიმა, 3 ნოემბერს კი საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.
4-5 ნოემბერს კი კვლავ უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს”,_ ამბობს გვაზავა.