საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან.
უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ “გურია ნიუსი” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელ დოდო გვაზავას ესაუბრა.
“კვლავ არამდგრადი ამინდები იწყება. ხვალ დღის განმავლობაში ღრუბლიანობა მოიმატებს, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონებში გაწვიმდება. წვიმა შენარჩუნდება 8 მაისსაც. ღამისა და დილის საათებში ინტენსიური, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ხვალ +21 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 8 მაისს +20 გრადუსამდე. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ინტენსიობა 9 მაისს შესუსტდება, თუმცა არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. შეიძლება ცოტა უკეთესი იყოს 11 მაისის დღის მეორე ნახევარი 12 მაისის ჩათვლით. ტემპერატურა კვლავ მოიმატებს +21, +23 გრადუსამდე. 13 მაისს ისევ იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს +18, +20 გრადუსამდე. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი”,_ ამბობს გვაზავა.