გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ საქართველოში მშრალი და უნალექო ამინდი 24 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
“დღეს ვინარჩუნებთ მთელ საქართველოში მშრალ და უნალექო ამინდს. კვლავ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +26, +28 გრადუსია, ხოლო სანაპირო რაიონებში +25, მთიან რაიონებში +21, +23. აღმოსავლეთ საქართველოში ერთი-ორი გრადუსით დაიკლებს ტემპერატურა გუშინდელთან შედარებით, +23 გრადუსი დაფიქსირდება. მთაში +22, +24 გრადუსი. ეს უფრო სამცხე-ჯავახეთს ეხება, მცხეთა-მთიანეთში +23 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში +20, +22 გრადუსი.
ხვალ დღის პირველი ნახევარი უნალექო შენარჩუნდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ღრუბლიანობა მოიმატებს და ცივი ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას შავი ზღვის დასავლეთიდან.
24 ოქტომბრის დღის ბოლოდან 25 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, დედაქალაქში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას ქვემო ქართლში, კახეთში და თბილისში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ დაიკლებს. მოსალოდნელია +23, +25 გრადუსების შენარჩუნება, ხოლო შიდა ქართლში +21 გრადუსის.
კვირის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 27-28 ოქტომბერს საღამოს საათებში მოსალოდნელია მცირე წვიმა”,_ ამბობს გვაზავა.