სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ საპროექტო ტენდერში გაიმარჯვა ,,შპს გრინ სტუდიომ“, დირექტორი სულხან სულხანიშვილი.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2025 წლის 5 დეკემბრის GOG/ET/C/1170 ხელშეკრულების თანახმად პროექტი უნდა ჩაბარდეს 2026 წლის 5 მაისს.

სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის შენობის საპროექტო დოკუმენტირების პირველი ეტაპი დასრულდა და შესათანხმებლად გადმოგვეცა არქიტექტურული ესკიზი, რომელიც სასკოლო საზოგადოების მიერ იქნა მოწონებული.
ვიმედოვნებთ, მშენებლობის ტენდერიც გონივრულ ვადებში დასრულდება და 2028-2029 სასწავლო წლისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა გვექნება, _ წერია ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე..

































































