დისციპლინა
დისციპლინირებულ მშობლებს შეუძლიათ ღირსეული მაგალითი გახდნენ შვილებისთვის. ასეთი მშობლები აღზრდაში ავლენენ საჭირო სიმყარეს, მაგრამ არა ზედმეტ სიმკაცრეს და ასწავლიან ბავშვებს სწორად მართონ საკუთარი ცხოვრება, გაუმკლავდნენ ემოციებს და იცოდნენ, როგორი რეაგირება მოახდინონ სხვების ემოციებზე.
მჭიდრო კავშირი შვილებთან
შვილების მჭიდრო კავშირი დედ-მამასთან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ ბავშვმა მომავალში შეძლოს ახლო ურთიერთობების დამყარება, მნიშვნელოვანია, რომ მის ცხოვრებაში პირველი სიყვარული სწორად ჩამოყალიბდეს.
პატივისცემა
ბავშვი საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფროსები ეპყრობიან მას პატივისცემით: არ მბრძანებლობენ, არ უკითხავენ ნოტაციებს, არამედ მიმართულებას აძლევენ და ეხმარებიან თავად გაერკვიოს ყველაფერში.
სიყვარული
თუ ბავშვობაში მშობლები უყვარდათ, მაშინ ისინი შეძლებენ მისცენ სიყვარული თავის შვილებს და შექმნიან მათთვის კომფორტულ და უსაფრთხო სივრცეს არაუსაფრთხო სამყაროში.
სოლიდარობა
ბავშვთან ჯანსაღი ურთიერთობების საწინდარია – ჯანსაღი ურთიერთობები მშობლებს შორის. თუ მათ შორის არ არსებობს თანხმობა აღზრდის საკითხებში, პრობლემებს ვერ აცდებიან.
ემპათია
ემპათიის უნარი – კარგი მშობლის მნიშვნელოვანი თვისებაა. ასეთ მშობლებს შეუძლიათ დააყენონ საკუთარი თავი ბავშვის ადგილზე, იგრძნონ მისი ყველაზე ღრმა განცდები.
ყურადღება
თუ მშობლებს ყოველთვის უხარიათ ბავშვის დანახვა, მას სჯერა, რომ ღირსია სხვისი ყურადღების, მეგობრებისა და მასწავლებლების ჩათვლით, შედეგად მას უვითარდება ჯანსაღი თვითშეფასება.
პატიოსნება
მნიშვნელოვანია, რომ მშობლები პატიოსნები იყვნენ საკუთარ თავთან, ერთმანეთთან და ბავშვებთან. თუ რაიმეს შეპირდით ბავშვს, სიტყვა უნდა შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია რისკი, რომ ბავშვი მატყუარა გაიზრდება.