საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან რამდენიმე კვირა გავიდა.
როგორია აქტივობა ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში პანდემიის ფონზე – ამის გასარკვევად ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილეს, მარინა ცინცაძეს ვესაუბრეთ.
„ბავშვთა რაოდენობის გამოცხადებამ მოიმატა. პარასკევს 70 ბავშვი იყო და დღეს 230 მივიდა. პანდემიის გამო დაკეტილი არცერთი ბაღი არ გვაქვს. დაცულია ყველა სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები“,_ გვითხრა ცინცაძემ.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებში მომუშავე პერსონალს, მათი შემოწმება კორონავირუსზე ყოველ 2 კვირაში ერთხელ ხდება.
ცინცაძის თქმით, ამჯერად ტესტირება ხუთშაბათს და პარასკევს ჩატარდა, ტესტების პასუხები კი უარყოფითია.