ბორჯომში, ბოლო ზარზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდა ადგილობრივ კლინიკაში არიან გადაყვანილები.
როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ირაკლი დიასამიძე აცხადებს, ერთ-ერთ მათგანს მოტეხილობები აღენიშნება, ხოლო ორ დაშავებულს კვლევები უტარდება.
შეგახსნებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ავტომობილი მდინარეში გადავარდა. ამასთან, გარდაცვლილია ერთი ახალგარდა.
ავტორი