ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ადამიანები ამ დროისთვის მკურნალობას ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ მედალფაში აგრძელებენ.
ხუთივე დაშავებულს თავის ტვინის შერყევა აქვს და მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს.
როგორც „გურია ნიუსს“ ნევროლოგმა ელისო სიხარულიძემ განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„დაშავებულებს ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია. ისინი თავის ტვინის შერყევით წვანან და აგრძელებენ მკურნალობას“,_ ამბობს სიხარულიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სოფელ ზოტიდან მომავალი მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც, 24 წლის ბიჭი დაიღუპა.