როგორც უკვე ვწერდით, დღეს მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში _ ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად მანქანებში მქოფი სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ორი დაშავებული კი შპს “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” გადაიყვანეს.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, როგორია დაშავებულთა მდგომარეობა.
კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ კოროშინაძის თქმით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი, რომლის მდგომარეობა მძიმეა, ქუთაისში, კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს. მეორე დაშავებული კი რჩება ადგილზე და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.