დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 თებერვლის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 774 755 აცრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 343 219, >18 ასაკის მოსახლეობის 46.7%, სრულად ვაქცინირებულია 1 233 366 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 42.9%, ბუსტერ დოზით აცრილია 195 637.
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 987 (2.25%) სრულად აცრილია – 2 972(1.68%)
16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 482 (15.39%) სრულად აცრილია- 10 961 (13.52%)
12 თებერვალს ჩატარდა 2 089 აცრა.