შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს გურიაში ფიზიკური ძალადობის 47, ფსიქოლოგიური ძალადობის 67, ეკონომიკური ძალადობის 1, სექსუალური ძალადობის 1, ხოლო იძულების 4 შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ კი რეგიონში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 83 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ძალადობის მსხვერპლი 8 მამაკაცი და 70 ქალი გახდა, მათ შორის 8 არასრულწლოვანია.
რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. დაფიქსირდა ქალთა მიმართ ძალადობის 2 შემთხვევა. ძალადობის მსხვერპლი ორივე ქალი 25-44 წლამდე ასაკისაა.