Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 010 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 366 078-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 351 747-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 316 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 677 შემთხვევა, აჭარა – 58, იმერეთი – 83, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 23, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 31, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 989 საიდანაც: 2 669 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 515, აჭარაში – 153, იმერეთში – 311. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 586 პირი, მათ შორის, თბილისში – 293, აჭარაში – 39, იმერეთში -129. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში – 108, აჭარაში – 7, იმერეთში – 11. 561 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 – თბილისში, 182- აჭარაში. 5 759 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 50, ხოლო აჭარაში – 4.
სულ 6 ოქტომბრიდან – 30 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 899 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 743 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 291, პირი, აჭარაში – 597, იმერეთში – 779.