ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის თქმით, ამ დროისთვის ლანჩხუთში 17 ადამიანია ინფიცირებული.
„ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. საყურადღებოა 2 პაციენტის მდგომარეობა. ერთი დიდი ხანია კლინიკაში წევს. მდგომარეობა გაუუმჯობესდა, მეორესი ჯერ კიდევ საყურადღებოა“,_ ამბობს მენაღარიშვილი.