გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღე ფიქსირდება, მაგრამ ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო კვირის ახალი შემთხვევების დღიური დინამიკა კლებადია.
„სტაბილურად კლება გვაქვს. სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 2296 შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 2200 ადამიანი, გარდაცვლილია 38 ადამიანი. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევებს, ერთი-ორი საყურადღებო პაციენტია“,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა.
ინფიცირების შემთხვევების კლება ფიქსირდება ჩოხატაურშიც.
“ბოლო 3-4 დღის განმავლობაში ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ დაფიქსირებულია 1364 შემთხვევა, 1303 გამოჯანმრთელებულია, გარდავლილია 17 ადამიანი. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, გვაქვს როგორც მსუბუქი, ასევე საშუალო და მძიმე შემთხვევები“,_ ამბობს ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო ჯიბუტი.
რაც შეეხება ოზურგეთს, დაფიქსირებულია ინფიცირების 4375 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4294 ადამიანი, გარდაცვლილია 64. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ინფიცირების 2 შემთხვევა გამოვლინდა.