ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული 116 ტესტიდან ვირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 45 ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 2218 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1541 ადამიანი და გარდაცვლილია 22.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 655 შემთხვევა.
ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში მკურნალობაზე იმყოფება 79 პაციენტი, საკარანტინე სივრცეში 89 პირი მკურნალობს, ბინაზე კი 487.
თვითიზოლაციაში რჩება 61 ადამიანი.