გასული 24 საათის განმავლობაში ბახმაროში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განაცხადა.
ჯიბუტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბახმაროში კოვიდდადასტურებული პირები არ იმყოფებიან. ვისაც კი ინფიცირება ჰქონდა დადასტურებული ბახმარო დატოვეს ვირუსის გამოვლინებისთანავე და თავიანთ საცხოვრებელ სახლებში წავიდნენ.
[sexy_author_bio]