ბახმაროში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კურორტზე არც კოვიდდადასტურებული პირები არ იმყოფებიან. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა,ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„ბახმაროში გუშინ და გუშინწინ დადებითი შემთხვევა არ ყოფილა. ბახმაროში ინფიცირებული პაციენტები არ იმყოფებიან. ვისაც დაუდასტურდა, ყველამ დატოვა“,__ გვიპასუხა ჯიბუტმა.
შეკითხვაზე- არიან თუ არა ბახმაროში კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში– ჯიბუტი გვპასუხობს:
„ბახმაროში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ არიან. ოფიციალურად, ჩვენთვის ცნობილი არ არის“,_ გვითხრა ჯიბუტმა და ყურადღება დღეისთვის არსებული სირთულის შესახებ გაამახვილა:
“ყველაზე დიდი სირთულე დღეისთვის, არის ის, რომ შეიძლება იყოს კონტაქტირებული პირი, რომლის შესახებაც ინფიცირებულმა არ იცოდეს. არსებობს ასეთი გადაცემის გზები, რომ ვერ დგინდება ვისგან გადაედო და ა.შ.”
[sexy_author_bio]