ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 41 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის თქმით, ჩოხატაურში კოვიდინფიცირების შემთხვევები მატულობს.
“ინფიცირების შემთხვევები მატულობს ყველა სოფელში. განსაკუთრებით გამოკვეთილი არცერთი მხარე არ არის. შედარებით სიწყნარეა ამ ეტაპაზე სურების მიმართულებით”,_ ამბობს ჯიბუტი.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 5490 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 5155 პაციენტი, გარდაცვლილია 64.