„გუშინ დაფიქსირდა ინფიცირების 19 შემთხვევა. რათქმაუნდა ცოტა არ არის ჩოხატაურისთვის, მაგრამ წინა დღეებთან შედარებით რაოდენობა ნაკლებია“,_ გვითხრა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა.
როგორც ჯიბუტმა აღნიშნა, ინფიცირების შემთხვევები ყველა სოფელში ფიქსირდება,მაგრამ ძირითადად ბოლო პერიოდში ინტაბუეთი, ბასილეთი, ამაღლება და შუა ამაღლება გამოირჩა.
სულ კი ჩოხატაურში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 3099 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 2772 პაციენტი, გარდაცვლილია 30.
[sexy_author_bio]