ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს.
“ინფიცირების შემთხვევების მატება ფიქსირდება ნაბეღლავის, ამაღლების, ჯვარცხმას მიმართულებით. თითქმის ყველა სოფელშია შემთხვევები”,_ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი.
რაც შეეხება გასული 24 საათის მონაცემებს, ჩოხატაურში ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 32 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.
სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 5224 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 4975 პაციენტი, გარდაცვლილია 64.