ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 30 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 5329 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4634 პაციენტი, გარდაცვლილია 71. ამ დროისთვის აქტიური რჩება კორონავირუსის 624 შემთხვევა.