ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 22 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
„ძირითადად არის ინფიცირების ოჯახური შემთხვევები. ფიქსირდება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების დაინფიცირება. ერთი-ორი არის ახალი შემთხვევა“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევები სხვა სოფლებთან შედარებით მეტად ფიქსირდება სუფსაში, ჯურუყვეთში,ჩიბათში, აკეთში, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე,
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 3467 შემთხვევა, საიდანაც 3075 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 50 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის აქტიური რჩება 342 შემთხვევა.