ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი ამბობს, რომ ვითარება უცვლელია და გუშინდელ მონაცემებთან შედარებით გაზრდილი მონაცემი კვირა დღის ფაქტორს უკავშირდება.
ინფიცირების შემთხვევები ვლინდება სასწავლო დაწესებულებებშიც.
“სასწავლო დაწესებულებებში არის ინფიცირების ერთეული შემთხვევები დაფიქსირებული როგორც პედაგოგებში, ისე ბავშვებში. 2 სკოლაა სრულად კარანტინში და 3 ჰიბრიდულზე”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 5288 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4589 პაციენტი, გარდაცვლილია 71.
[sexy_author_bio]