ლანჩხუთში, გასული 24 საათის განავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლანჩხუთში კორონავირუსის 2298 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 2215 ადამიანი, გარდაცვლილია 38. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 45 შემთხვევა.
მენაღარიშვილის თქმით, ინფიცირებული 45 პაციენტიდან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება შეინიშნება. თუმცა აღნიშნავენ, რომ მოსახლეობამ დისტანცია უნდა შეინარჩუნოს და ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე დაწესებული ჰიგიენის წესები დაიცვას.