ლანჩხუთში ინფიცირების ახალი შემთხვევების საგრძნობი კლებაა. ამის შესახებ “გურია ნიუსს”ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“ძალიან ცოტაა შემთხვევები. გუშინ დაფიქსირდა 8 ახალი შემთხვევა. ტესტირებებმა მოიკლო, პსრ ტესტებიც აღარ კეთდება.
სასწავლო დაწესებულებებშიც არის ინფიცირების ერთეული შემთხვევები, თუმცა მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. დისტანციურზე სკოლები არ გვყავს, გვყავს რამდენიმე კლასი”,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 10351 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10061, გარდაცვლილია 81, აქტიურია 209 შემთხვვევა.