ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“საერთო მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება გვაქვს. წინა დღეებთან შედარებით გუშინდელი რიცხვი 18 ცოტა მაღალია, მაგრამ ამას “ორშაბათის სინდრომს” ვეძახით. ინფიცირების შემთხვევების გარდა, სტაციონარშიც მოიკლო პაციენტების რიცხვმა. ამ წუთას 11 პაციენტია სტაციონარში, დანარჩენი ბინაზე მკურნალობს”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
სულ კი ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 10749 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10666. გარდაცვლილია 83.