ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 3 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“ფიქსირდება ინფიცირების ერთეული შემთხვევები, მაგრამ მნიშვნელოვანი მატება არ გვაქვს”_ ამბობს მენაღარიშვილი.
მისი ინფორმაციით, სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია ინფიცირების 10842 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10756 პაციენტი, გარდაცვლილია 83.
ავტორი