ოზურგეთში ინფიცირების შემთხვევები შემცირებულია. გასულ 24 საათში ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემილოგმა ელზა სიმონიშვილმა განუცხადა.
“ინფიცირების შემთხვევები შემცირებულია. სანამ სკოლები და ბაღები მოიხსნება, გრძელდება პედაგოგების გეგმიური ტესტირება. ძირითადად, სიმპტომიან პაციენტებს უტარდებათ ტესტირება, რომლებსაც გარდა ანტიგენტესტირებისა, როდესაც ჩვენ მივიჩნევთ საეჭვო შემთხვევად, გადასაკონტროლებლად უფასო პსრ ტესტის მეთოდითაც უტარდებათ ტესტი”,_ ამბობს სიმონიშვილი.
სულ კი ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 21748 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21637 შემთხვევა, გარდაცვლილია 96.