ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 5 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 2 სტაციონარში, 3 კი ბინაზე მკურნალობს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 21771 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21670 პაციენტი, გარდაცვლილია 83.