ოზურგეთში ინფიცირების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
“ძირითადად სიმპტომიანი პაციენტები მოდიან გასატესტად და ბევრს უდასტურდება. გეგმიურ ტესტებს ისევ რომ ვატარებდეთ, ალბათ სამჯერ მეტი ინფიცირების შემთხვევა იქნება. სიმპტომები იგივეა : ყელის და თავის ტკივილი, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი. კლინიკური გართულება ნაკლებადაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ კოვიდგანყოფილებაში ფაქტიურად ყველა ადგილი დაკავებულია და თუ პაციენტის სტაციონარში მოთავსება გახდება საჭირო, მოხდება მეზობელ რეგიონებში გადაყვანა”,_ გვითხრა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 22881 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 22204 პაციენტი, დაღუპულია 96.