თბილისის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ კარდეოლოგმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა.
„ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილურობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით. ამჟამად, მისი რეჟიმი არის თავისუფალი, მაგრამ საჭიროებს გარკვეულ დაკვირვებასა და კველევების ჩატარებას. პრაქტიკულად, კვლევები ჩატარებულია და ველით მათ შედეგებს. ამის შემდეგ, ბატონი კახი სრულფასოვნად დაუბრუნდება შრომას”, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.
მისივე თქმით, კახა კალაძე თავს ამჟამად უკეთესად გრძნობს, მას უტარდება დამატებითი კვლევები, აგრძელებს მკურნალობას და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.
წყარო: იმედინიუსი