ლანჩხუთში კოვიდ ინფიცირებულთა შორისაა ცნობილი ექიმი დათო ურუშაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირების სირთულიდან გამომდინარე იგი შემდგომი მკურნალობისთვის დედაქალაქში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“საბედნიეროდ მდგომარეობა უკეთესობისკენაა. ამ ეტაპისთვის მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მკურნალობას თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადის”- გვითხრა ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ გოგუაძემ.
დათო ურუშაძე სწორედ ამ კლინიკის ექიმია.