Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 108 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 475 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 641 874.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.54%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 507 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 598 286.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 663 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 475 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 267 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 60, ქვემო ქართლი – 18, შიდა ქართლი – 14, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22, კახეთი – 27, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 899 საიდანაც, 801 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 402, აჭარაში – 63, იმერეთში – 173. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 222 პირი, მათ შორის, თბილისში – 123, აჭარაში – 30, იმერეთში – 35. 26 098 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved