„ქალის სახის სილამაზე კონკრეტული პარამეტრებით განისაზღვრება: თვალის გუგებს შორის მანძილით, აგრეთვე თვალებსა და პირს შორის მანძილით, უფრო ზუსტად, ამ მანძილის ფარდობით სახის სიგრძესა და სიგანესთან“, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანადელი და ამერიკელი სწავლულები.
ეს „ოქროს სტანდარტი“ შეესაბამება ქალის სახის საშუალო პროპორციებს, ასე რომ, ქალებს ტყუილად არ მიაჩნიათ სიტყვა „საშუალო“ კომპლიმენტად.
ეს სტანდარტი ასეთია: გუგებს შორის მანძილი სახის სიგანის 47 პროცენტს უნდა შეადგენდეს. სახის სიგანედ ითვლება მანძილი ყურებს შორის, ხოლო მანძილი თვალებიდან ტუჩებამდე სახის სიგრძის 36 პროცენტის ტოლი უნდა იყოს. სახის სიგრძე იზომება მანძილით თმის ხაზიდან ნიკაპამდე.
ჩატარდა ოთხი ექსპერიმენტი. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სახის პროპორციების „ოქროს სტანდარტის“ გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვარცხნილობას. იდეალური პროპორციების სახის მქონე ქალი, შეიძლება, ულამაზო აღმოჩნდეს ცუდი ვარცხნილობის გამო, ან – პირიქით.
იდეალური პროპორციების ძებნით კაცობრიობა ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან არის დაკავებული. ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა შემოიღეს არქიტექტურაში „ოქროს კვეთის“ ცნება. არის მოსაზრება, რომ ლეონარდო და ვინჩიმ თავისი განთქმული მონა ლიზა ამ ცნებაზე დაყრდნობით შექმნა.
ავტორი