რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული სამი მუშიდან ორი, ქართველი მამა-შვილია.
ისინი სოფელ შროშის მკვიდრები, 64 წლის ვალერი ბანცაძე და 25 წლის ლაშა ბანცაძე არიან.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მამა ქუთაისშია გადაყვანილი და ოპერაცია სჭირდება, შვილმა კი მსუბუქი ნაკაწრები მიიღო და ამჟამად სახლშია.
როგორც ერთ-ერთი მუშა გვიყვება, მამა-შვილი პროფესიით შემდუღებლები არიან და შემთხვევის დროს შედუღებაზე მუშაობდნენ.
„გვირაბის წინ თუნუქის კარკასის ქვეშ მუშაობდნენ, რა დროსაც, თოვლის სიმძიმის შედეგად კარკასი ჩამოტყდა და ერთი ჩინელი და ორი, ქართველი მუშა , მამა-შვილი მოიყოლა”,_ ამბობს ის.
რაც შეეხება მესამე დაშავებულს, ის ჩინეთის მოქალაქეა და მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული.
შემთხვევა გუშინ მოხდა.