შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებულ სამ პაციენტს დადებითი დინამიკა აღინიშნება. ამის შესახებ „ქრონიკას“ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განუცხადა.
„ჰემოდინამიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე იყო რამდენიმე საათის წინ. ასევე გაჩნდა გუგის რეფლექსი. ვიმედოვნებთ, რომ პაციენტები დაიწყებენ დადებითი დინამიკით გამოჯანმრთელებას. ამ ეტაპზე ინტერვენციული ჩარევა არ ხორციელდება. ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. ყველაფერს აკეთებს მედპერსონალი, რათა მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.