წინასწარი მონაცემებით, ჩოხატაურის ოლქში ახალშენის 36-ე უბანზე 275 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 204 ამომრჩეველმა. წინასწარი მონაცემებით, აქედან, 115 ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი; “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს დავით შარაშიძეს – 138-მა ამომრჩეველმა, ხოლო “ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს კახა სიხარულიძეს – 129 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. წინასწარი მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ნონა სიხარულიძეს 48 ხმა აქვს, ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ნანა ცხოიძეს – 44 ხმა; მაჟორიტარობის კანდიდატს პარტია “საქართველოსთვის“ გოჩა გუდავაძეს- 26 ხმა.
ამავე ოლქის წიფნარის #20 უბანზე, წინასწარი მონაცმებით, 205 ამომრჩევლიდან, მივიდა 135 ამომრჩეველი. აქედან, წინასწარი მონაცემებით, პარტია “ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა 84-მა ამომრჩეველმა; ამავე პარტიის მერობის კანდიდატს დავით შარაშიძეს -118-მა ამომრჩეველმა, ხოლო “ქართული ოცნების“ მაჟორიტარს – 119-მა ამომრჩეველმა.
ბუკისციხის მეორე უბანზე წინასწარი მონაცემებით, უბანზე დარეგისტრირებული 348 ამომრჩევლიდან, მივიდა 206 ამომრჩეველი. წინასწარი მონაცემებით, აქედან, 113 ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი; “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს დავით შარაშიძეს – 137-მა ამომრჩეველმა, ხოლო “ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს გოჩა ჯიქიას 102-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
წინასწარი მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ნონა სიხარულიძეს 30 ხმა აქვს, ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს მამია ბარამიძეს – 37 ხმა; პარტია “საქართველოსთვის“- 20 ხმა.
[sexy_author_bio]