ექიმებმა ცოტნე გამსახურდია გააღვიძეს. მისი მდგომარეობა ნორმალურია. ამის შესახებ ინფორმაციას კონსტანტინე გამსახურდია ავრცელებს.
„კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადექვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია.
respect ამ ექიმების მიმართ – მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს“,_ წერს კონსტანტინე გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი თბილისში ცოტა ხნის წინ დაჭრეს. ის მძიმე, უგონო მდგომარეობაში სამკურნალოდ თბილისიდან თურქეთში გადაიყვანეს.